понедельник, 8 мая 2017 г.

შევჩერდეთ და დავფიქრდეთ



ვაშინგტონის მეტროში დგას ადამიანი და უკრავს ვიოლინოზე. 45 წუთის განმავლობაში მან დაუკრა ბახის 6 პიესა. ამ დროის მანძილზე 1000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა მის წინ.

45
წუთის მანძილზე მხოლოდ 6 ადამიანი შეჩერდა და ცოტა ხნით მოუსმინა მევიოლინეს. 20-მა ადამიანმა მას ჩაუგდო ფული. მუსიკოსმა 32 დოლარი შეაგროვა.

ეს მუსიკოსი იყო ჯოშუა ბელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მევიოლინე. მან დაუკრა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოები ვიოლინოზე, რომლის ღირებულებაა 3,5 მილიონი დოლარი.

ორი დღით ადრე ბოსტონის თეატრში ჯოშუა ბელის კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა. ბილეთის ღირებულება საშუალოდ 100$ შეადგენდა.
პროექტიჯოშუა ბელი ინკოგნიტო უკრავს მეტროშივაშინგტონ პოსტის ინიციატივით ჩატარდა. ამ ექსპერიმრნტის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ აღიქვავს ადამიანი სილამაზეს ჩვეულ გარემოში.

რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ამ ექსპერიმენტის შედეგით: ძალიან ბევრ მნიშვნელოვანს არ ვაქცევთ ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий